დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური თევზების, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხების მოწესრიგებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების შეთავაზება.
ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს, მუხლებს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძის, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.