მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:30-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მაღალია მოწამვლის და დამწვრობის, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ინტელექტისა და საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, სამსახურში თანამშრომლების მიღება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მიირთვით მოთუშული ბოსტნეული, ფაფა და თხილი, თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, გიშერი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა კირჩხიბისა და თევზებისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე ლომისთვის და მშვილდოსნისთვის, კუროს, მორიელს და მერწყულს კი, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ რათა სულსწრაფობა და მოზღვავებული ემოციები არ გახდეს გამოუსწორებელი შეცდომების მიზეზი.