LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2165
მიხეილ ცაგარელი

დღესაც გეომაგნიტური დღეა, რაც ნიშნავს, რომ ნეგატიური კოსმიური ენერგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაციები – დღეს არ არის სასურველი შორს მიმავალი გეგმების დასახვა, რადგან მათი რეალიზაცია მეტად სათუო იქნება. დააკვირდით სიტუაციის ცვლილებას და მის მიმდინარეობას. საბუთებზე ხელს ნუ მოაწერთ, თუ მათ საფუძვლიანად არ გადახედავთ. აუცილებლობის შემთხვევაში დეტალურად შეამოწმეთ ყველა პუნქტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. შესაძლებელი იქნება ბიზნესის დაწყება.

პარტნიორული ურთიერთობები – მაღალია სიურპრიზების ალბათობა, ამასთან, მოიმატებს ზედაპირულობა და ფლირტისადმი მიდრეკილება.

ჯანმრთელობა – შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მენჯ-ბარძაყის და საზარდულის მკურნალობა. დღეს სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და უჰაერო სივრცეში ყოფნას. საკვებ რაციონში შეიტანეთ შვრიის ფაფა და წიწიბურა.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ რემონტის დაწყებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ქორწინებასა და სასიყვარულო კონტაქტებს. არ არის სასურველი დღეს ახალი სამსახურის დაწყება. დღე სასიკეთოა ტელეფონის, კომპიუტერის, გაჯეტების, საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად, საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, სავაჭრო გარიგებებისათვის, რეკლამის, კონფერენციებისა და აუქციონების ჩასატარებლად.

დღის მინერალები და ფერები – თოფაზი, ბერილი, ამაზონიტი და აქვამარინი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია ნაცრისფერი, ბეჟი, ყვითელი და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის და თხის რქას წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები