დღეს საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან დღე ტრავმული და ავარიული ტენდენციებით ხასიათდება. არ აყვეთ პროვოკაციებს. ამავდროულად, დღე ხელსაყრელია მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, თუმცა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ჭორაობა. ნუ იფორიაქებთ და ნუ გასცემთ შეუსრულებელ დაპირებებს – ამ კუთხით დღე არასასურველია. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. ყურადღება მიაქციეთ პირად ნივთებსა და საფულეს.
მზე, რომელიც დღეს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, გააძლიერებს თქვენში რეფორმატორულ სულისკვეთებას, ნოვატორულ ტენდენციებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, ხოლო მთვარე კუროში განავითარებს ერთგულებასა და სტაბილურობას ხასიათში.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, ასევე სწორი ნაწლავი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ეცადეთ არ გაცივდეთ და ჩაიცვათ თბილად. მოერიდეთ ცივ გაზიან სასმელებს, ორპირ ქარს, კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ხალების მოშორებას.
დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, ავეჯის, მუსიკალური აპარატურის, აქსესუარებისა და შინაური ცხოველების შესაძენად. ხელს უწყობს ვაჭრობას, მშენებლობასა და მგზავრობას. კარგია ქორწინებისთვის, სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ახალი ნაცნობობებისთვის. ხელს უწყობს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, შემოქმედებით მუშაობას, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას.
დღის მინერალები და ფერები – აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ყავისფერი, ლიმონისფერი, ტერაკოტისფერი, კრემისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულისა და მორიელის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ტყუპების, ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.