LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2689
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეგობრული და მოსიყვარულე ლომის, მთვარე კი, მებრძოლი და შეუპოვარი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გონების, ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 15 აგვისტომდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობას და პრაგმატულობას, ორგანიზებულობას და დისციპლინას, ნებისყოფას და შეუპოვრობას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და ეგოიზმს, პედანტიზმს და წვრილმანებს ჩაძიების სურვილს გააძლიერებს.

კარგი დღეა საკუთარი შეცდომების აღიარებისა და გამოსწორებისთვის, ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევისა და შერიგებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ინვესტირება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბრინჯით, ლობიოთი, წიწიბურათი და მჭლე ხორცით, არ ღირს ტკბილეულის და მარილიანი კერძების მირთმევა. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები