LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

202
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მეტად აქტიურ, ენერგიულ, ინიციატივიან და ოპტიმიზმით აღსავსე მშვილდოსნის ზოდიაქოში, ხოლო მთვარე – თავისუფლებისმოყვარე, მეგობრულ და რეფორმატორულ მერწყულში. ამ ასტროლოგიური ზეგავლენების ფონზე აღნიშნული თვისებები განსაკუთრებით გამოიკვეთება თითოეული ჩვენგანის ქცევასა და ხასიათში დღის განმავლობაში.

დღის რეკომენდაცია – სასურველია, ზედმეტად არ გადაღალოთ თვალები და არ იდგეთ დიდხანს ფეხზე, ვინაიდან შესაძლებელია საერთო სისუსტის შეგრძნება. მოსალოდნელია ნევროზულობისა და გაღიზიანების მატება. მოერიდეთ ნერვიულობას და ემოციურ გამოხტომებს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დღეს იუმორი ყველასთვის სათანადოდ გასაგები შეიძლება არ აღმოჩნდეს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში აგრესიის გამომწვევიც გახდება. მეგობრულ გარემოში საიდუმლო ინფორმაციის შენახვა გართულდება.

პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი; დღევანდელი პერიოდი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, როგორიცაა ხელის თხოვნა.

ჯანმრთელობა – შედეგიანია სუნთქვითი ვარჯიშები. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ვენები და ფეხის კუნთების არე. აღნიშნულ ზონებზე ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასურველია საკვებში მზესუმზირას, კაკლის, ავოკადოსა და გოგრის ჩართვა, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ინოვაციური იდეების პოპულარიზაციისა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის, განსაკუთრებით ახალი საქმიანობის დაწყების შემთხვევაში. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს და გადამეტებულ ფანტაზიებს – დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს. დღე ხელსაყრელია ტექნიკის შეძენისთვის, სამშენებლო-სამღებრო სამუშაოებისთვის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის.

დღის მინერალები და ფერები – საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ტოპაზი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – ნეონისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად მოქმედებს ლომისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება კირჩხიბისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ როგორც ჯანმრთელობას, ისე დღის სხვა ნეგატიურ ტენდენციებს. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები