LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

454
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:55-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმების და ავარიების შექმნის მიზეზი.

 

თავი შეიკავეთ ჭორაობისა და ზედმეტი ინფორმაციის გაცემისგან, უმჯობესია მოუსმინოთ სხვას და გაითვალისწინოთ მათი აზრი. აუცილებლად შეამოწმეთ ყველა დოუმენტი ხელისმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. 

 

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, აუქციონის და სასამართლო პროცესების მოსაწყობად. თუმცა, არ ღირს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება. 

 

* ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. 

 

* დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, აგატი, ოპალი და გელიოტროპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. 

 

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ მშვილდოსნი და მერწყული. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები