LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4400
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 21:59 საათზე დაიწყება და ღამის 00:57 საათამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთში იზრდება ყურადღების დაქვეითების, ტრავმებისა და ავარიების რისკი, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

ცის კაბადონზე მიმდინარე მოვლენები საინტერესო და გარკვეულწილად ეპოქალურ ხასიათსაც ატარებს, რადგან ინტუიციის, ფანტაზიებისა და რწმენის მმართველი პლანეტა ნეპტუნი დღეიდან 13 წლით გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად გაძლიერდება ადამიანებში რწმენა, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების გამოვლენის ტენდენცია, ინტუიცია და ქველმოქმედებისადმი მიდრეკილება. ამასთან, შესაძლოა გააქტიურდეს ნეგატიური ტენდენციებიც, როგორიცაა რელიგიური ფანატიზმი, რწმენისადმი აგრესიული დამოკიდებულება და მძაფრი ბრძოლა იდეოლოგიურ საკითხებში. ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური თემები უფრო აქტუალური გახდება. ეს ის პერიოდია, როდესაც რწმენასთან, ფსიქოლოგიასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები მეტად გააქტიურდება და რეალიზაციის ეტაპზე გადავა.

დღის რეკომენდაციები – აკონტროლეთ ემოციები. შესაძლებელია რეფორმების განხორციელება, თუმცა დღე ტრავმული და ავარიულია, ამიტომ საჭესთან განსაკუთრებით ყურადღებით იყავით.

ჯანმრთელობა – ეფექტიანია შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემის მკურნალობა, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, სახის, კანისა და თმის კვება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, ასევე სწორი ნაწლავი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ხალების მოშორებას, კისრის მკვეთრ მოძრაობებსა და ორპირ ქარს.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ნეგატიურია დღე სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ამიტომ აკონტროლეთ ფინანსები. ამასთან, დღე კარგია ქორწინებისთვის, მშენებლობისთვის, საყიდლებისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მათი მორწყვისთვის.

დღის მინერალები და ფერები – აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და ზურმუხტი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ყავისფერი, ლიმონისფერი, ტერაკოტისფერი, მწვანე და ბეჟი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები