LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3591
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მერწყულის თავისუფლებისმოყვარე, რეფორმატორულ და მეგობრულ ნიშნაში, ხოლო მთვარე დღეიდან გადადის მეტად აქტიურ, ფრიად კომუნიკაბელურ და გარკვეულ შემთხვევებში ორჭოფულ ნიშნაში – ტყუპებში. აღნიშნული ტენდენციები ნათლად აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათზე და დღის განმავლობაში პერიოდულად იჩენს თავს.

დღის რეკომენდაცია – დღეს არ არის სასურველი ინტუიციაზე დაყრდნობა – სჯობს გონებრივ და ლოგიკურ აზროვნებას ენდოთ. ხელსაყრელია რეფორმების გატარება, სპონტანური და იმპროვიზაციული მოქმედებები, ურთიერთობების აღდგენა და პატიება. მოერიდეთ ტყუილს, დაცინვას, ჭორაობას და ინტრიგებს.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს გრძნობები შესაძლოა უფრო ზედაპირულ ელფერს ატარებდეს.

ჯანმრთელობა – ეფექტიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საზარდულის მკურნალობა. ამავე დროს სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და გონების გადაღლას ზედმეტი ინფორმაციით. სასურველია რძის პროდუქტებისგან თავის შეკავება.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – სასიკეთოა დღე ტელეფონის, ტელევიზორისა და სხვა საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად. ხელს უწყობს კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებსა და კონფერენციების წარმართვას. კარგი დღეა რეკლამისთვის, ხელშეკრულებების დასადებად, სწავლისთვის, საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. ამასთან, დღეს არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება. მოერიდეთ პარტნიორულ თანამშრომლობას, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რემონტის დაწყებას. ასევე, ნუ გაამხელთ საიდუმლოს და მოერიდეთ ზედმეტ საუბარს.

დღის მინერალები და ფერები – თოფაზი, აქვამარინი, გიაცინტი და ამაზონიტი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ცისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღევანდელი დღე ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები