LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1925
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

კარგი დღეა ძველი ნივთებისა და უსარგებლო ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის.

თავი შეიკავეთ სხვათა განკითხვისა და გაკიცხვისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ნიშნობისა დაა ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, ხორცით და ზღვის პროდუქტით, თუმცა არ ღირს ცივი და გაზიანი სასმლის მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას, განსაკუთრებით ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს. განსაკუთრებული დღე იქნება კუროსთვის, სასწორისა და თხის რქისთვის, რომლებიც მოზღვავებული ენერგიის ფონზე ნებისმიერ პრობლემას სწრაფად და მარტივად გადაჭრიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები