LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1742
მიხეილ ცაგარელი

დღეს 3 ივნისს ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარე, რომელიც, ღამის 2 საათზე იწყება და დილის 10 საათამდე გასტანს.

ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმების მიზეზი გახდეს . განსაკუთრებით  საყურადღებოა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი და ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღევანდელი დღე დადებითია მორიელის, კუროს, თხის რქის და თევზებისთვის.

შედარებით დაძაბულია ვერძებისთვის და სასწორთათვის. მათ ყურადღება მართებთ ჯანმრთელობის მიმართულებით.

დღევანდელ დღეს მოსალოდნელია მოგზაურობისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, თუმცა ამავე დროს გამახვილდება სულსწრაფობა, შინაგანი გაორება და მერყეობა.

ნეგატიურ ტენდენციებს უნდა გაუწიოთ კონტროლი 17 ივნისამდე, რადგან არ გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორი სამომავლოდ.

ჯანმრთელობა: დღე გეომაგნიტურია, მეტ პრობლემებს უქმნის ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა პრობლემას, ნერვიულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს თავის ტკივილი უგუნებობის და მაღალი წნევის მიზეზი.

ამ დროს პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ მედიკამენტი. შეძლებისდაგვარად დაისვენეთ.

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი ყური და ენდოკრინული სისტემა. ამ დღეს ოპერაციების ჩატარება არაა სასურველი.

როგორ ჩაივლის დღე: დღეიდან 17 ივნისამდე პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და მეტად განავითარებს ადამიანებში უმაღლეს ლოგიკურ და გონებრივ მოქნილობას, დახვეწილ იუმორს, კომუნიკაციისა და შრომით, ასევე უცხო ენების ათვისების უნარებს.

დღეს მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ საკუთარი სიტყვების მიმართ. კარგია ეს დღე კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობებისთვის და ახალი შთაბეჭდილებებისთვის. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს რომელთა ალბათობაც არსებობს.

დღეს მეტად აქტიურები და სქმიანები იქნებიან – თხის რქა, კურო სასწორი.

ნუ დაიხევთ დღევანდელ დღეს უკან პრობლემების წინაშე. დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. შესაძლებელი იქნება დღეს პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა,  ფინანსური საკითხების გადაჭრა. პარტნიორულ თემებში ურთიერთობებში დღეს ნუ განიხილავთ. გამორიცხეთ ტკბილი და მჟავე საკვები.

რაც შეეხება ფერებს – დღევანდელი დღის ფერებია – ყავისფერი, მწვანე, ასევე ლიმონისფერი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები