მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:00-დან 15:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.
ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ მოიფიქროთ ისეთი საქმე, რომელსაც პარტნიორთან ერთად შეასრულებთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შეძენისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების, მუხლების და სახსრების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, კუჭს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და თეთრი, ასევე ბრილიანტი, ქარვა, ზურმუხტი, ამეთვისტო და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.