LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3578
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:21-დან 21:36 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მგზავრობას და მოგზაურობას, სწავლას და ახალი იდეების განხორციელებას.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია თაღლითობისა და ფინანსური მაქინაციების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს პარტნიორის უმიზეზოდ კრიტიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მუხლების, სახსრების, ხერხემლის და კბილების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, მოერიდეთ ხორციანი კერძების მირთმევას. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, წითელი, ყვითელი, ლურჯი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ქარვა, ბრილიანტი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები