LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3085
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 16:26 საათზე დაიწყება და 17:15 საათამდე გაგრძელდება. ამ ინტერვალში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციის უნარს, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. ამასთან, დღე გეომაგნიტურია, რაც პრობლემებს უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვოვან, იმუნურ და ნერვულ სისტემებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და საერთო სისუსტე. ყურადღებით აკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის სამკურნალო საშუალებებს.

დღის რეკომენდაცია – კარგი დღეა მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისა და კულინარიისთვის. ილოცეთ, დალოცეთ დღეს ყველა და ყველას ყოველივე კარგი უსურვეთ. მოერიდეთ მატყუარა, არასანდო და არაერთგულ ადამიანებთან ურთიერთობას, მით უმეტეს მათთან ერთად ახალი წლის შეხვედრას. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და განსაკუთრებით საღამოს მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს;

ახალ წელს, რა თქმა უნდა, კარგი განწყობით შეხვდით, თუმცა მეტი დაფიქრებით. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. საღამოს მოიმატებს ჭორების ალბათობა, ამიტომ იყავით ყურადღებით, რათა არ გაიფუჭოთ საახალწლო ღამის შესაფერისი განწყობა. დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფილტვები და ბრონქების ზონა. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.

დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ახალი ნაცნობობისა და მეგობრობისთვის. ხელსაყრელი პერიოდია ვაჭრობის, კონტაქტების, რეკლამისა და საყოფაცოვრებო ტექნიკის შესაძენად.

დღის მინერალები და ფერები – დღის განმავლობაში აქატი და მალაქიტი, ხოლო საღამოს თოფაზი, ნეფრიტი, ძოწი, წითელი იასპი, ლალი და სერდოლიკი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.

ფერებიდან სასურველია ბეჟი, ლიმონისფერი და მწვანე დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს – წითელი, ვარდისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი ტონები. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კუროსა და კირჩხიბის წარმომადგენლებზე. შედარებით რთულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები