დღის რეკომენდაციები – დღეს ადამიანთა ხასიათში მოიმატებს ემოციურობა, მგრძნობიარობა და ინტუიცია. ხელსაყრელია ლოცვა, ფოტოგრაფია და კულინარია. ამავდროულად, შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია საბუთების გადამოწმება ხელმოწერამდე.
პარტნიორული ურთიერთობები – გაიზრდება პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება.
ჯანმრთელობა – ეფექტიანია კბილების, ძვლების, სახსრების, მუხლების, ხერხემლისა და კანის მკურნალობა. ამავე დროს სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასურველია დიეტური კვება; მოერიდეთ ზედმეტად მარილიანი საკვების მიღებას.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ქორწინებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, მათ შორის ბინის შეცვლას, სახლის მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებასა და დაპირებების გაცემას. სასიკეთოა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა – იქნება ეს ავეჯი, მუსიკალური აპარატურა თუ სხვა. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, ხალხური შემოქმედებისა და ზოგადად შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, ასევე ცხოველების შესაძენად.
დღის მინერალები და ფერები – მარგალიტი, ზურმუხტი, აქატი, მარჯანი და ოპალი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია მწვანე, ცისფერი, იისფერი, ვერცხლისფერი და თეთრი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.