საღამოს საათებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რადგან გვაქვს მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება 18:54 საათზე და გაგრძელდება 22:58 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
დღის რეკომენდაციები – აქტიური საქმეები დღეს არ დაიწყოთ და ეცადეთ დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. გუშინდელი მთვარის დაბნელების შემდეგ მით უმეტეს ნუ აყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან თვალის აღებისა და აურის დაბინძურების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა და ყელის არე. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. აკონტროლეთ საკვებისა და სასმელის ხარისხი, რადგან იზრდება მოწამვლის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე რთული და ნეგატიურია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისთვის. არ უწყობს ხელს გამოცდების ჩაბარებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან, რადგან მაღალია ინტრიგებისა და მოტყუების ალბათობა. ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი და წვრილმანებზე კონცენტრირებული. კარგი დღეა დალაგებისა და დასუფთავებისთვის, სწავლისთვის, ვაჭრობისთვის, აუდიტისთვის. ხელს უწყობს ქიმწმენდას და დიეტის დაწყებას.
დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, თოფაზი და აქატი.
ფერებიდან სასურველია ბეჟი, ყვითელი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.