LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

5274
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება დღის 11:50 საათზე და გაგრძელდება 13:35 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაციები – მოერიდეთ ხალხის მასებს, აურის დაბინძურებისა და თვალის აღების ტენდენცია მაღალია. ეცადეთ, არ გაებათ სხვათა მიერ გაბმულ მახეში.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორული ურთიერთობები დღის მეორე ნახევარში უფრო მშვიდი და ჰარმონიული გახდება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ელენთა, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ყელი და ენდოკრინული სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილი არ არის, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, მარილიან საკვებს და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – რთულია დღევანდელი დღე გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. დღის პირველი ნახევარი სასიკეთოა დალაგებისა და დასუფთავებისთვის, საფინანსო და საბანკო ოპერაციებისთვის, ვაჭრობისთვის, აუდიტისთვის, საქმიანი მიმოწერისა და გასაუბრებისთვის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, კულტურული, გასართობი და საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად, ასევე კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

დღის მინერალები და ფერები – ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი, ჟადეიტი და ლაზურიტი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი და ბეჟი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები