LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4340
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული(უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ინტერვალში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციის უნარს, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაცია – საკუთარ სურვილებს ნუ დააკმაყოფილებთ სოციალური წესებისა და კანონების დარღვევის ხარჯზე.

ჯანმრთელობა – მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემასა და ხერხემალს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ დღეს საუნას, სოლარიუმს, სიმძიმეების აწევას, ნერვიულობასა და ზედმეტ გადაღლას. გაუფრთხილდით გულს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს არ ვარგა ფინანსური გარიგებები. მოერიდეთ ხელშეკრულებების დადებას, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლას, მცენარეების დარგვასა და გადარგვას. არასასურველია ნიშნობა და ქორწინება, ასევე კოლექტიური ძალისხმევის საჭირო საქმეები და ფინანსური საბუთების გაფორმება. კატეგორიულად იკრძალება ხელმძღვანელების კრიტიკა. დღე კარგია იურიდიული საქმეებისთვის, ახალი სამსახურის დაწყებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის და საყიდლებისთვის.

დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ქარვა, ბრილიანტი, სერდოლიკი, სარდიოლი და მთის ბროლი. ფერებიდან ხელსაყრელია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები