მზე იმყოფება მერწყულის მეგობრულ, ნოვატორულ და რეფორმატორულ ნიშანში, ხოლო მთვარე – მშვიდობისმოყვარე, მეტად დიპლომატიურ, კომპრომისულ და სამართლიან სასწორში. აღნიშნული ასტროლოგიური ტენდენციები დღის განმავლობაში მკაფიოდ აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და ქცევაზე.
დღის რეკომენდაციები – მოერიდეთ არამოტივირებულ მოქმედებებს და მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობებს.
პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური, სულსწრაფი და მერყევი, ასევე ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა ზეგავლენის ქვეშ.
ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. რეკომენდებულია სითხის, მარილიანი და ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღების შეზღუდვა.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. დღე სასიკეთოა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, აქსესუარების, კოსმეტიკის, ავეჯის, მუსიკალური აპარატურისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად. ხელს უწყობს სასიყვარულო ურთიერთობებს, ქორწინებას, მეგობრულ კონტაქტებს, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს. კარგია პარტნიორული თანამშრომლობისა და საიუბილეო საღამოებისთვის.
დღის მინერალები და ფერები – ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი და ციტრინი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია ლურჯი, მწვანე, ცისფერი და ყვითელი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კირჩხიბისა და კუროს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.