დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ დღეს ორპირობას. ილოცეთ და დალოცეთ სხვები. დღე ხელსაყრელია ურთიერთობების აღსადგენად, პატიებისთვის. დაიცავით კანონები და ტრადიციები. მაღალია დეპრესიული ფონის განვითარების ალბათობა, ამიტომ ზედმეტად ნუ განმარტოვდებით – საჭიროა მეტი კომუნიკაცია და იუმორი. ასევე მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი, მოთმინების გამოჩენა და პროვოკაციებზე არ აყოლა.
ნერვული სისტემა დღეს და ხვალ შედარებით სუსტდება ტყუპების, მერწყულისა და თევზების ნიშნით დაბადებულებისთვის. მოერიდეთ ფსიქოემოციურ არასტაბილურობას, მეტად დაისვენეთ, კარგად გამოიძინეთ, ნუ გადაიღლებით და ზედმეტად ნუ ინერვიულებთ.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაწლავთა სისტემას, ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებით ოპერაციების ჩატარება ან სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე რთულია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად. არ არის სასურველი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. დღე პოზიტიურია საბანკო და საფინანსო ოპერაციებისთვის, სწავლისთვის, ვაჭრობისთვის, დიეტის დასაწყებად, დალაგებისა და დასუფთავებისთვის.
დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი. ფერები, რომლებიც დღეს ხელს უწყობენ შარმსა და მიზიდულობას, არის მწვანე, ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ბეჟი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულის, მორიელისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მართონ დღის პროცესები. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.
