LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3137
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:00-დან 17:42 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ქირონისა და პლანეტა მარსის დაპირისპირება 13 აპრილამდე, ადამიანებისა და ქვეყნების აგრესიასა და კომპრომისებს შორის ბრძოლით გამოვლინდება. გაძლიერდება შური, ბოღმა, და ინტრიგები, წყენა, კონფლიქტები და დაპირისპირებები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილის და ბოსტნეულის წვენით. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას, გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები