მზე დღეს იმყოფება თხის რქის მეტად ორგანიზებულ, დისციპლინურ, შეუპოვარ და მიზანსწრაფულ ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო მთვარე – პუნქტუალურ ქალწულში. აღნიშნული ასტროლოგიური ზეგავლენები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება.
დღის რეკომენდაცია – დღეს თავი შეიკავეთ იმ შემოქმედებითი ინიციატივების რეალიზაციისგან, რომლებიც ტრადიციულ ჩარჩოებს ეწინააღმდეგება. დღე ტრავმულ და ავარიულ ხასიათს ატარებს, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. აკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მოწამვლის ალბათობა მომატებულია. სხვათა საქმეებში მათი თხოვნის გარეშე ჩარევა მიზანშეწონილი არ არის, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო კონფლიქტები.
პარტნიორული ურთიერთობები – გამახვილებულ სექსუალური ენერგიას ნუ გარდაქმნით აგრესიად ან ურთიერთობების დაძაბვაში.
ჯანმრთელობა – ეფექტიანია ტერფებისა და თვალების მკურნალობა. ყურადღება მიაქციეთ ნაწლავთა სისტემას, ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ქორწინებას, მეგობრულ კონტაქტებს, ახალ ნაცნობობასა და სულსწრაფ მოქმედებებს. დღეს არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. დღე სასიკეთოა საფინანსო და საბანკო ოპერაციებისთვის, გასაუბრებებისთვის, ფინანსური დოკუმენტაციის გაფორმებისთვის. ხელს უწყობს სწავლას, საქმიან მიმოწერას, ვაჭრობას, აუდიტს და დიეტის დაწყებას.
დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი. ფერებიდან ხელსაყრელია მწვანე, ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ბეჟი ტონები, რომლებიც აძლიერებს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც დღის პროცესები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მართონ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.