დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც შესაძლოა გამოიხატოს თავის ტკივილით, უგუნებობასა ან სხვა სახის დისკომფორტით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წნევას. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი მედიკამენტები.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც დაიწყება საღამოს 18:33 საათზე და გაგრძელდება დილის 09:07 საათამდე. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ადუნებს ყურადღებას და ზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
ცის კაბადონზე დღეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა აღინიშნება – მოულოდნელობების, თავისუფლებისა და რეფორმების მმართველი პლანეტა ურანი, რომელიც ტყუპების ზოდიაქოში იმყოფებოდა, დღეიდან ბრუნდება კუროს ნიშანში. ამ ზეგავლენის შედეგად მოსალოდნელია რეფორმების დასრულება და სტაბილიზაცია საბანკო-საფინანსო სფეროში, ხელოვნების, დიზაინის, არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულებით.
დღის რეკომენდაცია – დღე ტრავმული, ავარიული და კონფლიქტურია, ამიტომ იმოქმედეთ ფრთხილად და ყურადღებით. მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებში ჩარევას და ემოციურ რეაქციებს.
პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია გარკვეული დაძაბულობა და კონფლიქტები, ამიტომ ურთიერთობებში მეტი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინეთ.
ჯანმრთელობა – შედეგიანი აღმოჩნდება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საზარდულის მკურნალობა. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები და კუჭის ზონა. ოპერაციები და სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში ჩართეთ ხილი, ბოსტნეული, ასკილის წვენი და წიწიბურა.
დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია აუქციონებისთვის, კონფერენციებისთვის, ტელეფონისა და საკომუნიკაციო სისტემების შესაძენად, ახალი ინფორმაციის მისაღებად, მოლაპარაკებებისა და საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, აგრეთვე მშენებლობისა და სწავლებისთვის. მოერიდეთ რემონტის ან ახალი საქმის დაწყებას.
დღის მინერალები და ფერები – თოპაზი, აქვამარინი, ამაზონიტი და ლაბრადორიტი მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი და ნარინჯისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული დღე ექნებათ კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებს, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობას. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.