ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 15:29 საათზე იწყება და საღამოს 19:39 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მოთხოვნილია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელია ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ.
ჯანმრთელობა – ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის და ენდოკრინული სისტემის, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ასევე ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. ასევე მოერიდეთ ცხარე საკვების მიღებას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ნოტარიული საბუთების გაფორმებას, ახალი საქმის დაწყებას და სამსახურში ახალი თანამშრომლის მიღებას. დღე კარგია ადრე შედგენილ საბუთებში დაზუსტებების შესატანად, ხელს უწყობს სწავლას და საქველმოქმედო საღამოებს. არ არის სასურველი მგზავრობა; თუ მაინც იმგზავრებთ, საჭესთან განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. ასევე არ ვარგა საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. მოერიდეთ სესხის აღებას. დღე სასიკეთოა მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, საკუთარი კომპეტენციის გამოსავლენად და ხელს უწყობს თვითშემეცნებას.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი და ფირუზი მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია შავი, წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყვითელი და იისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება მორიელისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.