LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1325
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაციები – დღეს სამყარო ამოწმებს თქვენი შეთანხმებების სიმტკიცეს. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს შურმა, ეჭვიანობამ, სარკასტულმა გამოთქმებმა და წყენამ ხასიათში, ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციური თვითკონტროლი.

პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და გადამეტებულად ამბიციური, რათა თავიდან აიცილოთ დაძაბულობა ურთიერთობებში.

ჯანმრთელობა – ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ამიტომ აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მეტი იმოძრავეთ, საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ მჭლე ხორცი, ბოსტნეული და ლიმონი. მოერიდეთ დღეს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებსა და სხივურ თერაპიას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ დღეს ნოტარიული საბუთების გაფორმებას, ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და სესხის აღებას. დღე სასიკეთოა ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, რემონტისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის. ხელს უწყობს თვითშემეცნებას, კომპეტენტურობის გამოვლენას, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებასა და თმის შეჭრას.

დღის მინერალები და ფერები – ოპალი, ონიქსი, მარჯანი და ტოპაზი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებზე. ნეგატიურია ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები