LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიაბეტი არ არის განაჩენი, აკონტროლეთ შაქარი! – თამარ ხასაია დიაბეტიან პაციენტებში კორონავირუსის გართულებებზე

264
tamarxasaia2012

ენდოკრინოლოგი თამარ ხასაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, როგორ ვმართოთ დიაბეტი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

„დიაბეტი არ არის განაჩენი. ჩვენი პრობლემა ზოგადად ,,მოუვლელი დიაბეტია”. მთავარია დიაბეტი სწორად იყოს მართული და პაციენტი ,,მოვლილი” ანუ დიაბეტი კომპენსირებული. პანიკა ვერანაირად ვერ გააუმჯობესებს გამოსავალს. პაციენტებმა მკაცრად დაიცავათ დიეტა და აკონტროლეთ შაქრები. კორონას შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ენდოკრინოლოგს. საჭიროების შემთხვევაში დროულად უნდა იყოს ჩართული ინსულინოთერაპია. დღემდე შოკს მგვრის პაციენტები შაქრის გაზომვის გარეშე, რომ იკეთებენ ინსულინს. იცით ეს რას ნიშნავს? იმას, რომ 120მგ/დლ და 420მგ/დლ გლუკოზაზე ერთი და იგივე დოზის ინსულინს იკეთებეთ. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ მაღალ ან დაბალ შაქარს იგრძნობთ. გაციება, ნებისმიერი პნევმონია ძალიან საყურადღებოა დიაბეტის დროს, მითუმეტეს როცა საქმე ეხება კოვიდს. მაგრამ ეგ არ ნიშნავს,რომ დიაბეტიანი ადამიანის შემთხვევაში ეს აუცილებლად ლეტალურად დამთავრდეს. მეტსაც გეტყვით გართულების გარეშეც შეიძლება ჩაიაროს, თქვენ წარმოიდგინეთ დიაბეტიან ორსულებშიც კი. ამიტომ ნუ დაიზარებთ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს პანიკის გარეშე. მიიღეთ რეკომენდაციები სწორად.მიაკითხეთ დროულად ექიმს.( თქვენს ენდოკრინოლოგს).“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g