LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიახ [ძუძუს კიბო დავამარცხე] და ახლა უკვე მეორედ გავდივარ ამას… უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი… გგონია, არასოდეს შენ არ დაგემართება…“: სიმსივნესთან ბრძოლის მძიმე წუთები – ემოციური ინტერვიუ ნატო მეტონიძესთან

2789
ნატო მეტონიძე გადაცემაში „კოტკასტი“

„ვიცოდი, რომ ვიცოცხლებდი!“ – ამის შესახებ გადაცემაში „კოტcast“ ქართველმა მომღერალმა, ნატო მეტონიძემ ისაუბრა.

ანონსიდან ირკვევა, რომ გადაცემის თემა, ძუძუს სიმსივნეა.

ემოციურ ინტერვიუში ნატო მეტონიძემ კიდევ ერთხელ გაიხსნა სიმსივნესთან ბრძოლის მძიმე წუთები.

გადაცემის წამყვანის, კოტე მათითაშვილის კითხვაზე, „თქვენ ერთხელ უკვე დაამარცხეთ ძუძუს კიბო“, მომღერალი პასუხობს:

„დიახ და ახლა უკვე მეორედ გავდივარ ამას… რა უცნაურია, სულ მგონია, რომ არა ვღელავ ამაზე და აღმოჩნდა, რომ შინაგანად მაინც ვღელავ… კლასიკური ვარიანტი, რომ გგონია არასოდეს შენ არ დაგემართება… ცნობილი გამოჩენილი პაციენტი ვარ… უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი, ისე როგორც დღეს იქცევიან სხვა ქალები (არ ვიტარებდი კვლევებს)… იქიდან გამოვედი იმედიანი და ვიცოდი, რომ ვიცოცხლებდი… ერთადერთი რაც დღეს ვიცი ის არის, რომ არაფერი ისე არ ხდება, გაცილებით ძვირფასი ხდება შემდეგ პროფესიაც და დანარჩენიც ცხოვრებაში“, – ამბობს ნატო მეტონიძე გადაცემის ანონსში,

გადაცემის მეორე სტუმარი, მამოლოგი, სოსო სანიკიძე გადაცემის ანონსში ამბობს, რომ „ყველას არ სჭირდება ძუძუს ოპერაცია და ქირურგიული მკურნალობის მეთოდი არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი…“

„და ამას, როგორც ქირურგი, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ… მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებთანაც სიცოცხლის გახანგრძლივება წლების განმავლობაში არის შესაძლებელი… ბოლოს როდის გავაკეთე მასტექტომია, ფაქტობრივად აღარ მახსოვს… ძუძუს მოვაცილებთ, თუ შევინარჩუნებთ, საერთო გადარჩენობადობაზე არ მოქმედებს… გამოხატული ცვლილება, სიმპტომი, არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ… “ – ამბობს მამოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g