Peacock-მა სკანდალურ რეპერზე, შონ კომბსზე დოკუმენტური ფილმი, Diddy: The Making of a Bad Boy გადაიღო. ახლახან კი გავრცელდა მისი პირველი „ტრეილერი“
90 წუთიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა 14 იანვარს შედგება და ის მოიცავს ინტერვიუებს Diddy-ის მეგობართან, ყოფილ მცველთან, ვიზაჟისტთან და პროდიუსერთან. ფილმი მოგვითხრობს რეპერის ისტორიას და იმ გზას, რითაც ის აღნიშნულ მომენტამდე მოვიდა.
„ფილმში წარმოდგენილია ექსკლუზიური კადრები და ისტორიები მათგან, ვინც რეპერს ყველაზე კარგად იცნობს“, – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
შეგახსენებთ, დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები. ამჟამად, Diddy-ის წინააღმდეგ არაერთი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ. ბრალმდებლები გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.
BBC-ის ცნობით, Diddy-მ შურისძიების მიზნით გააუპატიურა ქალი, რომელმაც მას ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა. ეშლი ფერჰემი კალიფორნიის პროკურატურაში შეტანილ სარჩელში აცხადებს, რომ რეპერი მას დანით, სახის დასახიჩრებით დაემუქრა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით რეპერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა 18 სექტემბერს, Daddy-მ სასამართლო მოსმენაზე სხვა ბრალდებები უარყო.
ძეხვი, უცხიმო რძე და ორცხობილა – ციხეში Puff Daddy-ის დაბადების დღეზე ტორტსა და ყავაზე უარი უთხრეს
Diddy ჯეიმი ფოქსის ლიკვიდაციას ცდილობდა – ცნობილია მიზეზი