„დიდი ამბავი! წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების მოწყობას იწყებს“, – წერს სოციალურ ქსელში „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი და საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი კეკელიძე და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს, რომელ ქალაქში გაიხსნება პირველი სამკითხველო დარბაზი:
„პირველი ამგვარი სამკითხველო იტალიაში, ქალაქ ემპოლიში გაიხსნება, შესანიშნავი ქართველის – ფატი (ნიაკო) ჭიჭინაძის დახმარებით, რომელიც დღეს თბილისს სტუმრობდა და ჩვენი წარმომადგენლის მოწმობაც გადავეცით. ბიბლიოთეკა მარტში გაიხსნება. შემდეგი გაჩერება კი ბრიუსელი და ანტვერპენია.“ – წერს გიორგი კეკელიძე.
🟢 დიდი ამბავი! წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება იწყებს საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების მოწყობას. პირველი…
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on Thursday, 22 February 2024