45 წლის დრიუ ბერიმორი იმ მსახიობთაგანია, რომლებიც საზოგადოების წინაშე ხშირად არ ჩნდება და არც გლამურული ფოტოსესიებით ახსენებს საზოგადოებას თავს. ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი ყურადღების ცენტრში მოხვდა, მსახიობმა ჟურნალ ,,ინსთაილის”აგვისტოს ნომერი დაამშვენა. მას მაისურსა და ჯინსის შარვალზე ,,ლუი ვიტონის” ქურქი ეცვა.
ინტერვიუში დრიუმ განაცხადა, რომ კვირაში ოთხჯერ პილატესით არის დაკავებული და ჯანსაღად იკვებება, ის თავის ფიგურას დიდ ყურადღებას აქცევს და საშინლად არ სურს გასუქება.
„მე დიდი ძალისხმევა მჭირდება იმისთვის, რომ ავტობუსისხელა არ გავხდე“, – აღნიშნა მასხიობმა ხუმრობით
https://www.instagram.com/p/CCYdN_cpdRO/?utm_source=ig_embed
შეგახსენებთ, მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი, ახლა ის განქორწინებულია და ორ ქალიშვილს ზრდის.