LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდხანს და ჩუმად აკვირდებოდა ახლოდან… მერე კი თვალები ცრემლით აევსო, თითქოს ამ ნაქსოვში ჩადებული სული და სიყვარული იგრძნო“ – რა ისტორიას იხსენებს სამირა ბაირამოვა

1273
სამირა ბაირამოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია მეორეს სრულიად საქართველო ემშვიდობება.

იურისტი, სო­ცი­ო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტი სამირა ბაირამოვა პატრიარქს სოციალურ ქსელში ემშვიდობება და წერს:

„ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სურათია… მაგრამ არა, ეს არის ორი წლის განმავლობაში სიყვარულითა და მოთმინებით აბრეშუმით ნაქსოვი განსაკუთრებული ხალიჩაა. წლების წინ ის შეიქმნა, როგორც ძვირფასი საჩუქარი ილია II-ის იუბილესთვის.

ჩემი მეგობრის, ფაიგ ნაბიევის მოგონებიდან:

„როდესაც ილია მეორემ ეს ხალიჩა პირველად ნახა, დიდხანს და ჩუმად აკვირდებოდა ახლოდან… თითოეული დეტალი იმდენად ნაზი, იმდენად ცოცხალი იყო, რომ სურათს ჰგავდა.

მან ხელი ნაზად დაადო… და სწორედ იმ წამს მის სახეზე თბილი ღიმილი გაჩნდა, თვალები კი ცრემლით აევსო, თითქოს ამ ნაქსოვში ჩადებული სული და სიყვარული იგრძნო, მაშინ მეც სიხარულისგან ცაზე ავედი”.

ეს უბრალოდ საჩუქარი არ არის…

ეს არის გრძნობა, პატივისცემა და სითბო, რომელიც წლების განმავლობაში რელიგიათაშორის სიყვარულს აცოცხლებს საქართველოში.

იმედი მაქვს, ეს სიყვარული საქართველოში მუდამ გაგრძელდება, რომ ადამიანები, მიუხედავად რწმენისა, ერთმანეთის მიმართ ამ უსაზღვრო სითბოს შეინარჩუნებენ…

და სამუდამოდ სამართლიანობა და მშვიდობა ყველას გულში დაიმკვიდრებს ადგილს ერთი ღმერთის სახელით“, – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

„მთელი თბილისის მათხოვრები შემოგვაკრებინა, საპატრიარქოში თქვა, ძალიან ძვირფასი სტუმრები მომდისო, სათითაოდ ურიგებდა 100 დოლარს…“ – ბევრისთვის უცნობი ისტორია უწმინდესის ცხოვრებიდან

„ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, მე მას ვუთხარი ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იქ იყვნენ…“ – ლაშა ჟვანიამ პატრიარქის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაიხსენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g