LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება იჩქარა – ენტონი ფაუჩი

555
FN-AL948-fn-fau-M-20201203053152

“გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცება იჩქარა”,-ამის შესახებ აშშ-ს მთავარმა ინფექციონისტმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანულ მხარეს, ამერიკული რეგულატორისგან განსხვავებით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა საფუძვლიანად არ შეუსწავლია.

„ვაქცინა ისე საფუძვლიანად არ შეუსწავლიათ, როგორც ამას FDA აკეთებს. ჩვენი რეგულატორი მონაცემებს დეტალურად ამოწმებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მიღების გარანტია”,-განაცხადა ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩის ამ განცხადების პასუხად ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, გევინ იულიამსონმა აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეგულატორი და საუკეთესო მეცნიერები ჰყავს და თუ ისინი ამბობენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და გამოყენებისთვის მზადაა, ბრიტანეთი მათ ენდობა.

პირველად მსოფლიოში: დიდი ბრიტანეთი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ამტკიცებს

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა. ქვეყანა აპირებს მისი ფართოდ გამოყენება მომავალი კვირიდან დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g