LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობისათვის ევროკავშირთან გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოვიყენებთ

34

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მიერთების შესაძლებლობას ევროკავშირის საშუალებით ხედავს.

როგორც ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ “ფორტუნას” განუცხადა, ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე პრლატფორმა და საქართველო სწორედ ამ პლატფორმების მიმართულებით მუშაობს.

,,იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს, ხოლო ევროპასა და ამერიკას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკებები, ჩვენ განვიხილავთ იმის შესაძლებლობას, რომ შევუერთდებით ევროპის მოლაპარაკებებს და შესაბამისად, უკვე შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ როგორც ერთი დიდი ოჯახის წევრი ისე შევიდეთ ამ მოლაპარაკებებში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g