ინტერნეტსივრცეში მილიარდერი, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილის მოსაწვევი გავრცელდა, რომელმაც დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ბარათი „წარმოსახვითი“ ილუსტრაციებითაა გაფორმებული და მასზე გამოსახულია კომპიუტერულად გენერირებული პეპლები, მტრედები, ვარსკვლავები, ვენეციის არხები, გონდოლები და ფერად-ფერადი ბუმბულები, ის ძირითადად იისფერ, ვარდისფერ და ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტილი.
„10 წლის ბავშვმა გააკეთა?“ „Paint-ში ააწყვეთ?“, „დიზაინერზე ფული დაზოგეთ?“, – არ წყდება კომენტარები.
„გვახარებს, რომ ვენეციაში ჩვენთან ერთად იზეიმებთ ამ დღეს! ერთი პატარა თხოვნა გვაქვს, საჩუქრები არ მოიტანოთ. თქვენი სახელით გადარიცხული თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
ვენეციამ გვაჩუქა დაუვიწყარი მოგონებები.
თქვენი მხარდაჭერით, ეს ჯადოსნური ქალაქი მომავალი თაობებისთვისაც გააგრძელებს შთაგონებით აღსავსე ისტორიების მოყოლას“, – ნათქვამია მოსაწვევში.
სამ დღიანი ცერემონიალი დღეს, 26 ივნისს, ვენეციაში, კუნძულ „სან ჯორჯო მაჯორეს“ მახლობლად გაიმართება და იქ ისეთ სახეებს ვიხილავთ, როგორებიც არიან, ოპრა უინფრი, მიკ ჯაგერი, ივანკა ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო და და ა.შ…




