LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟამურაშვილი: არ გვადარდებს რა ისტორიას წერს ჩვენი თაობა, რას ვტოვებთ მავთულხლართებისა და ფბ-პოსტების გარდა?

91
554554

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით სვეტიცხოვლობას გვილოცავს და იქვე დასძენს, რომ წინაპრების დანატოვარი გვეამაყება, მაგრამ არავინ ფიქრობს, ჩვენ რას ვუტოვებთ შთამომავლებს.

„სვეტიცხოვლობას გილოცავთ!!!

გფარავდეთ და გაძლიერებდეთ მისი მადლი, განსაკუთრებით ასეთი უბედობის ჟამს…

(მაშ სხვამ რამ უნდა დაგვიცვას და გადაგვარჩინოს?!)

თითქმის 10 საუკუნეა სიამაყით ვივსებით სვეტიცხოვლის პატრონნი… გვეამაყება ჩვენი წინაპრები, მათი დანატოვარი და მონაპოვარი…

ნეტავ, რას ვფიქრობთ და რად არ გვადარდებს რა ისტორიას წერს ჩვენი თაობა, რას ვტოვებთ მავთულხლართებისა და ფბ-პოსტების გარდა?

ნეტავ, როდემდე უნდა გრძელდებოდეს “დაკარგული თაობების ხანა”?

გისურვებთ, შეგვექმნას სახელმწიფო, სვეტიცხოვლის, ოშკის, ალავერდის ამგებნი რომ იამაყებდნენ და ბოლოსდაბოლოს გვეგრძნოს

ვალდებულება საკუთარი ქვეყნის წინაშე…

გილოცავთ ქართველებო!!!“ , – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჟამურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g