LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტმა რეპორტაჟის გადაღების დროს დედა და ოთხი შვილი გადაარჩინა

116
67088181ad77b.image

ამერიკაში, ფლორიდას შტატში ჟურნალისტმა დახმარების თხოვნა გაიგო და ჩაძირული სახლიდან ოჯახი გამოიყვანა. ამის შესახებ CNN წერს.

ემბერ გენრის თქმით, შვილებთან ერთად სახლის დატოვება არ უფიქრია, რადგან მათ უთხრეს, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებოდნენ. თუმცა, ქარიშხალმა „მილტონმა“ გამოიწვია წყალდიდობა, რამაც ოჯახს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ქალს და მის შვილებს სამზარეულოს მაგიდაზე მოუხდათ აცოცება, რათა არ დამხრჩვალიყვნენ.

წყალი იმატებდა, ემბერი კი ბავშვებთან ერთად მანქანის სახურავით მეზობლის ცარიელ სახლში გადაცოცდა. ეს სახლი ქუჩის თავში იდგა, ამიტომ წყლის დონე მხოლოდ მუხლებამდე აღწევდა. ქალი უკვე დახმარების სათხოვნელად ყვიროდა, რა დროსაც იქვე ტელეარხი WFLA რეპორტაჟს იღებდა და ჟურნალისტმა ჩაძირულების ხმა გაიგო.
მან დასახმარებლად მაშინვე ადგილობრივებს მიმართა და ოჯახი ყველამ ერთად გადაარჩინა.

ამჟამად ემბერი და მისი შვილები სპეციალურ ცენტრში რეაბილიტაციას გადიან. ისინი სახლის, მანქანის და დოკუმენტების გარეშე დარჩნენ. „ცხოვრებაში ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო. ამაზე უარესი რა უნდა იყოს.“ – განაცხადა ქალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები