ჟურნალმა Time-მა 2017 წლის საუკეთესო გაჯეტები გამოავლინა. პოპულარულმა გამოცემამ მიმავალი წელი შეაჯამა და შესაბამისი რეიტინგიც გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ პირველი ადგილი მეგაპოპულარულმა სმარტფონმა – iPhone X-მა ვერ დაიკავა და ის კომპანია Nintendo-ს სათამაშო გაჯეტს Switch-ს დაუთმო. Apple-ს უახლესი პროდუქტი კი მხოლოდ მეორე პოზიციას დასჯერდა. ხოლო ლიდერთა სამეული ნოუთბუქმა – Microsoft Surface Laptop-მა დაასრულა. ჟურნალისტების შეფასებით, იაპონური გაჯეტი განსაკუთრებული თავისი პრაქტიკულობისა და ფუნქციონალურობის გამოა, რაც შეეხება უახლეს სმარტფონს ის ნამდვილად რევოცულიური გამოგონებაა. ნოუთბუქი კი რეიტინგში თავისი დიზაინისა და გამძლე ელემენტის დამსახურებით მოხვდა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიაში ასევე Samsung Galaxy S8, Amazon Echo, Apple Watch 3 და Xbox One X-იც შეიყვანეს.