არასრულწლოვანმა თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა 2 დღის წინ დმანისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.