უკრაინის პირველი დიპლომატი დმიტრო კულება ამბობს, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა უნდა გაიზარდოს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო პორტებს მოუწოდა აკრძალონ რუსული გემებისა და ტვირთების გადაყვანა.
გარდა ამისა, დმიტრო კულება იმ საერთაშორისო კომპანიების გლობალური ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდა, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას რუსეთში. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.
„საერთაშორისო ბიზნესმა უნდა დატოვოს რუსეთი, როგორც მორალური, ასევე პრაქტიკული მიზეზების გამო”, – დასძინა კულებამ.