LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრო კულებამ უკრაინის მოქალაქეებზე რუსეთის პასპორტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას პუტინის “მტაცებლური მადის” გამოხატულება უწოდა 

65
untitled

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინის მოქალაქეებზე რუსეთის პასპორტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას პუტინის “მტაცებლური მადის” გამოხატულებას უწოდებს.

“უკრაინა გმობს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას, რომელიც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთ საშუალებას აძლევს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ. პუტინის განკარგულება “წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე მორიგ თავდასხმას, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ის მოუწოდებს უკრაინის პარტნიორებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება და ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესონ რუსეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g