LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge-მა Demon-ის ინსტრუმენტების ნაკრები წარმოადგინა

239

კომპანია Dodge-მა ჩელენჯერის ექსტრემალური ვერსიისთვის, SRT Demon-ისთვის განკუთვნილი საფირმო ინსტრუმენტების ნაკრები წარმოადგინა. მასლქარის მყიდველები მიიღებენ ყუთს, სადაც ყველა ის საჭირო ნოვთი იქნება, რაც ავტომობილს ან სადრეგო, ან ჩვეულებრივი გარბენისთვის მოამზადებს.

ნაკრებში შედის ჰიდრავლიკური დომკრატი, ნანომეტრი, დინამეტრიული გასაღები, ფრთის დასაცავი შემოსაკრავი და ა.შ. ყველა ელემენტზე მოდელის სპეცვერსიის ლოგოტიპია დატანებული.

გარდა ამისა, მასლ-ქარის შეძენისას მყიდველები Demon-ის საფირმო დისკებსაც მიიღებენ.

Dodge-ის სიახლის პრემიერა 11 აპრილს, ნიუ იორკის ავტოშოუს ფარგლებში შედგება. სავარაუდოდ ”დემონის” სიმძლავრე 757 ცხენის ძალა იქნება, ნულიდან 96 კილომეგტრს კი სამ წამში აკრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები