LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოჟა ქეთი, ჯეი ბალვინი, Tems, Coldplay – ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, ფინალის შესვენება მუსიკალურად გაფორმდა

115
photo-collage.png (38)

13 ივლისს, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ფინალური მატჩი, რომელიც ,,პარი სენ-ჟერმენსა” და ჩელსის” შორის შედგა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ისტორიაში, ფინალის შესვენება მუსიკალურად გაფორმდა. 

ტაიმ-აუტზე ტრიბუნის წინაშე ამერიკელი რეპერი – დოჟა ქეთი, კოლუმბიელი მომღერალი – ჯეი ბალვინი და ნიგერიელი შემსრულებელი – Tems შემოქმედების გამორჩეული ჰიტებით წარდგნენ.

შოუს კულმინაციურ მომენტად იქცა, მოედანზე მოწყობილ სცენაზე Coldplay-ის გამოჩენა. ბენდმა 2014 წლის სიმღერა – A Sky Full of Stars შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 2025 FIFA Club World Cup-ის ფინალის მუსიკალური ნაწილის კურატორი, სწორედ ჯგუფის ვოკალისტი, კრის მარტინი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები