LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძის ქუჩაზე მანქანას აღმართიდან დაგორებული ავტომანქანა შეეჯახა – დაშავებულია ერთი პირი

211
პოლიცია

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე ავტომობილს ზედა ქუჩიდან დაგორებული მანქანა დაეცა, რომელიც შეჯახების შემდეგ ავტოფარეხებში გადაიჩეხა.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად მამაკაცი მსუბუქად დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

magti 5g