LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი მასწავლებლებისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის

98

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის იარაღის ფარული ტარების ნებართვის მინიჭების ინიციატივით გამოდის.

„ეს შეიძლება, იყოს ე.წ. ფარული ტარება, როდესაც მასწავლებელს ფარულად იარაღი ექნება. მასწავლებლები შესაბამის მომზადებას გაივლიდნენ. ამის შემდეგ სკოლებში იარაღისგან თავისუფალი ზონების რიცხვი შემცირდებოდა,“  – განაცხადა ტრამპმა მასწავლებლებთან და სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, დამნაშავეები სროლას სწორედ ასეთ „თავისუფალ ზონებში“ აწყობენ, ვინაიდან იციან, რომ იქ არის ბევრი ხალხი და ამავდროულად, არავინ გახსნის საპასუხო ცეცხლს.

დისკუსიები იარაღის ტარებაზე შეზღუდვების შესახებ აშშ-ში, ფლორიდის ქალაქ  პარკლენდში, მომხდარი შემთხვევის შემდეგ დაიწყო, როდესაც სკოლის ყოფილმა მოსწავლემ 17 ადამიანი მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g