LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ნიშნობას გამოეხმაურა

502
photo-collage.png (5)

რამდენიმე საათის წინ, ქსელი მოიცვა ინფორმაციამ, რომლის თანახმად ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტს ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ინფორმაცია ნიშნობის შესახებ ვარსკვლავურმა წყვილმა სახალისო პოსტით გაამხილა, რომელსაც წარწერა – ,,თქვენი ინგლისურის და ფიზკულტურის მასწავლებლები ქორწინდებიან” დაურთო. მას შემდეგ კი ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ინტერნეტში არ წყდება რეაქციები.

არტისტისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის ნიშნობაზე კომენტარი ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ წარმატებას უსურვებს.

,,ვფიქრობ, ის დიდებული ფეხბურთელია, კარგი ბიჭია. სვიფტი კი შესანიშნავი ადამიანია. ასე რომ, დიდ წარმატებას ვუსურვებ” – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის რომანი 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები