LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი – ტერორისტი ჩვენ ქვეყანაში მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ჩამოვიდა

75

დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მწვანე ბარათის გაუქმების აუცილებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტერაქტის შემსრულებელი, უზბეკი საიფულო საიპოვი აშშ-ში 2010 წელს მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ჩავიდა.

“ტერორისტი ჩვენ ქვეყანაში მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ჩამოვიდა. არავითარი დემოკრატიული ლატარიის სისტემა. ჩვენ უფრო ჭკვიანები და მკაცრები უნდა ვიყოთ”- წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტერაქტი 31 ოქტომბერს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g