LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩემზე უკეთესიც კი

157
ტრამპი

ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩემზე უკეთესიც კი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მთავარ დაბრკოლებას ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „რუსეთის პრეზიდენტი, ამ ყველაფრით დაღლილია“.

„ვფიქრობ, პუტინი ამ ყველაფრით დაღლილია. მე ზელენსკისთან რთული შეხვედრები მქონდა, რადგან არ მომეწონა რაც მან თქვა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას კარტები არ აქვს და ეს ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია. ჩემზე ბევრად უკეთესიც კი. ის ვაშინგტონში ჩამოდის და ყოველ ჯერზე 100 მილიონი დოლარით უკან მიდის. ახლა მისი შესაძლებლობები ასეთი აღარ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს.

„ჩემ გარეშე შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ჩემ გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g