LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული – იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა

188
donald-trampi_w_h

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ სრუტესთან ერთად მედიასთან საუბარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით რუსეთის პრეზიდენტის განცხადება „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“.

კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.

„იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა”, – განაცხადა ტრამპმა.

ვლადიმერ პუტინი – ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g