LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“

152
დონალდ ტრამპი (1)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპს კონკრეტულ ვადებზე ჰკითხეს, როდის იქნება აშშ მზად მიატოვოს „სამშვიდობო ძალისხმევა“, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეების კონკრეტული რაოდენობა არაა, მაგრამ სწრაფად, ამის [სამშვიდობო შეთანხმების] მიღწევა გვინდა“.

„ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე წითელ პარასკევს, აღდგომის წინ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“ და უბრალოდ ხელებს „დავიბანთ“. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ მთლიანად მიატოვებს მოლაპარაკებებს თუ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას თუ მოლაპარაკებები ჩავარდება.

მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის საჭირო პროგრესზე კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან ორივე მხარისგან „უნდა დაინახოს ამის დასრულების ენთუზიაზმი“ და აღნიშნა, რომ ეს მალე ეცოდინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g