ტელეკომპანიამ HBO სერიალის „დრაკონის სახლი“ პირველი „თრეილერი“ გაავრცელა. ის ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე გვიამბობს. აღსანიშნავია, რომ მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე 200 წლით ადრე ვითარდება.
რაც შეეხება ქასთს, მთავარ როლებს ემა დარსი, პედი კონსიდაინი და მეტ სმიტი ასრულებენ. „დრაკონის სახლის“ პრემიერა 2022 წლის 21 აგვისტოს შედგება. პირველ სეზონში კი 10 ეპიზოდი იქნება წარმოდგენილი.
„დრაკონის სახლის“ გადაღება დასრულდა – ახალი დეტალები